პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები მოიძიებენ მასალას ქართული ქრისტიანული ტაძრების შესახებ(განსაზღვრავენ მათ განვითარების ეტაპებს.)
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ქრისტიანული ტაძრების შესახებ. განასხვავებენ მათი განვითარების ეტაპებს.(ბაზილიკური, ჯვარგუმბათოვანი) განსაზღვრავენ მათ როლს მსოფლიო კულტურის განვითარების ისტორიაში , მათ ადგილს მსოფლიო კულტურის საგანძურში და იუნესკოს სიაში .ჩაატარებენ საძიებო სამუშაოებს მათ რეგიონში არსებული ტაძრების შესახებ. განსაზღვრავენ მათ ასაკს, ტიპს, სამშენებლო მასალას, ინტერიერის ფრესკულ მოხატულობას. გადაიღებენ ფოტოსურათებს. მოძიებული მასალის მიხედვით ბავშვები მოაწყობენ ფოტოგამოფენის პრეზენტაციას, გამართავენ დისკუსიას კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მოსწავლეების ასაკი- II, III საფეხური .
დროის ხანგრძლივობა-3თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება. ექსკურსიების მოწყობა (ფოტოების გადაღება). ფოტოალბომების შექმნა, შესაძლოა წიგნის აკინძვა, მიღებული შთაბეჭდილებებით ნახატების შექმნა- ფრესკების ასლების შესრულება, ნამუშრევების განთავსება ბლოგში.
შედეგები: ფოტოალბომი, წიგნი, საუკეთესო ესეების და ფოტონამუშევრების გამოფენა. მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას, გააცნობენ თავიანთ პროექტს ინტერნეტით.
სამუშაო ენა-ქართული.
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ზეპირი მეტყველებისა და წერითი სტილისტური ჩვევების გაუმჯობესება, კავშირი ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, ისტორიულ წყაროებთან (ეპოქების მიხედვით). გეოგრაფიასთან- გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, უცხო ენასთან-უცხო ენაზე პროექტის თარგმნა.
პროექტის ხელმძღვანელი: ფატი ხვედელიძე
პროექტის ხელმძღვანელის მისამართი: khvedelidzephati@gmail.com
პროექტის ხელმძღვანელის მისამართი: www.khvedelidzephati11blogspot.com
No comments:
Post a Comment